logo
ENG



რუსეთმა უკრაინის დასავლეთ ნაწილზე მასობრივი შეტევა განახორციელა

15 აგვ 202311:08
3 წუთის საკითხავი
 

15 აგვისტოს ღამით, რუსეთმა უკრაინის დასავლეთ ნაწილზე მასობრივი შეტევა განახორციელა. თავდასხმის შედეგად სულ მცირე 4 ადამიანი დაიღუპა.

უკრაინის საჰაერო ძალებმა განაცხადეს, რომ სულ 28 რაკეტა იქნა გასროლილი. საჰაერო თავდაცვის ძალებმა მხოლოდ 16-ის ჩამოგდება მოახერხეს.

რუსეთის სამიზნე გახდა ვოლინის, ლვივისა და დნიპროპეტროვსკის ოლქები. აფეთქების ხმები ისმოდა დნიპროში, ზაპოროჟიეში, ხმელნიცკის, ლუცკსა და ლვივში.

ლვივის სამხარეო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მაქსიმ კოზიცკიმ განაცხადა, რომ რაკეტების ფრაგმენტები საცხოვრებელ კორპუსებს დაეცა, არიან დაშავებულები. გარდაცვლილთა შესახებ ინფორმაცია არ ყოფილა. ამასთან, ლვივში დაინგრა საბავშვო ბაღი.

ვოლინის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა იური პოგულაიკომ განაცხადა, რომ ლუცკში რუსული სარაკეტო თავდასხმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა და სამი დაშავდა. ერთ-ერთი რაკეტა სამრეწველო საწარმოს შენობას მოხვდა.


close დახურვა