logo
ENG



რუსეთმა უკრაინის ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტები დაბომბა, არიან დაშავებულები

22 ივნ 202413:30
3 წუთის საკითხავი
 
2024/06/22/t6qjfouc63c10lt.gif

BBC უკრაინის ენერგეტიკის სამინისტროზე დაყრდნობით წერს, რომ რუსებმა, 22 ივნისს, ღამით უკრაინის სამხრეთ და დასავლეთ რეგიონებში კრიტიკული ენერგეტიკული ინფრასტრუქტურა დაბომბეს. 

გავრცელებული ინფორმაციით, ზაპოროჟიეს ოლქში ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის ორი თანამშრომელი დაშავდა. ისინი საავადმყოფოში გადაიყვანეს. 

ლვოვის ოლქში, რუსული რაკეტა ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტს დაეჯახა, რის შედეგადაც შენობაში ცეცხლი გაჩნდა. ადგილზე მობილიზებულია სასწრაფო დახმარებისა და სახანძრო-სამაშველო ეკიპაჟები. 

ენერგეტიკის სამინისტროს ცნობით, გენერატორებზე დატვირთვის შემცირების მიზნით, აღმოსავლეთ რეგიონებში ელექტროგადამცემი ხაზები გათიშეს. 

ამჟამად, დაზიანებული ინფრასტრუქტურის შესაფასებლად და შესაკეთებლად აღდგენითი სამუშაოები მიმდინარეობს. 

პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ცოტა ხნის წინ განაცხადა, რომ რუსეთმა უკრაინის ელექტროენერგიის ნახევარი გაანადგურა მას შემდეგ, რაც ენერგეტიკულ ობიექტებზე თავდასხმები გააძლიერა.

 

 
 

 


close დახურვა