logo
ENG



რუსეთმა უკრაინის მარცვლეულის საექსპორტო პორტზე თავდასხმა განახორციელა

04 სექ 202311:10
3 წუთის საკითხავი
 
2023/09/04/chkm6a2f4waxsqf.jpg

დღეს გამთენიისას, რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინისა და რეჯეფ ტაიფ ერდოღანის მოლაპარაკებების დაწყებამდე რამდენიმე საათით ადრე, მოსკოვმა უკრაინის ერთ-ერთ უმსხვილეს მარცვლეულის საექსპორტო პორტზე დრონებით იერიში მიიტანა.

ოდესის რეგიონის გუბერნატორის განცხადებით, მდინარე დუნაის პორტიზმაილზე თავდასხმა დაახლოებით 4 საათს გრძელდებოდა, რომლის შედეგადაც დაზიანდა საწყობები და საწარმოს შენობები, რამდენიმე ნაგებობაში გაჩნდა ხანძარი.

"საჰაერო ძალებმა დაახლოებით 17 დრონი ჩამოაგდეს, მაგრამ ზოგიერთმა მიზანს იზმაილის ფართო ზონაში მიაღწია", - განაცხადა ოდესის გუბერნატორმა ოლეჰ კიპერმა Telegram-ის საშუალებით.

მისივე თქმით, არ ვრცელდება ინფორმაცია დაშავებულების ან დაღუპულების შესახებ.

პუტინი და ერდოღანი ერთმანეთს შავი ზღვის კურორტ სოჭში დღეს შეხვდებიან, ეს არის როდესაც ანკარისა და გაეროს მცდელობა აღადგინონ უკრაინის მარცვლეულის ექსპორტის შეთანხმება, რისი მიზანიც = გლობალური სასურსათო კრიზისის შემსუბუქება იყო. ანკარამ მოლაპარაკებებს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი უწოდა.

რუსეთმა შეთანხმება ხელმოწერიდან ერთ წელში, ივლისში დატოვა და განაცხადა, რომ საკუთარი სურსათისა და სასუქის ექსპორტი დაბრკოლებებს აწყდებოდა, ხოლო უკრაინული მარცვლეულის საკმარისი რაოდენობა გაჭირვებულ ქვეყნებში არ მიდიოდა.

შავი ზღვის მარცვლეულის შეთანხმებიდან გასვლის შემდეგ, მოსკოვმა თავდასხმები მდინარე დუნაის პორტებზე გაახშირა, რომელიც შეთანხმების ჩაშლის შემდეგ მარცვლეულის ექსპორტისთვის უკრაინის მთავარი მარშრუტი გახდა.

 


close დახურვა