logo
ENG



რუსეთმა უკრაინის რამდენიმე ოლქზე საჰაერო იერიში მიიტანა

22 ოქტ 202211:49
3 წუთის საკითხავი
 
2022/10/22/p8hqxlqughokqq7.jpg

შაბათს ღამით და გამთენიისას რუსეთმა უკრაინის რამდენიმე ოლქზე საჰაერო იერიში მიიტანა. აფეთქებებია ჩერკასის, ხმელნიცკის, კიევის, როვენსკისა და ვოლინსკის ოლქებში.

ჩერკასის ოლქის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, იგორ ტაბურეცი აცხადებს, რომ რეგიონზე დარტყმები ღამე განხორციელდა. გავრცელებული ინფრომაციით, რაკეტა სმელის დასახლებასთან ახლოს ჩამოვარდა.

დილით საჰაერო განგაში გამოცხადდა უკრაინის მთელ ტერიტოროიაზე.

ხმელნიცკისა და კიევის ოლქებში აცხადებენ, რომ მუშაობს საჰაერო თავდაცვა. ქალაქ ხმელნიცკში გაითიშა შუქი.

ელექტრომომარაგების პრობლემებია როვენსკის ოლქშიც.

რაკეტები მოხვდა ოდესის ოლქის ენერგომომარაგების ობიექტებს.


close დახურვა