logo
ENG



რუსეთმა ფინეთის საელჩოს ორი თანამშრომელი ქვეყნიდან გააძევა

17 მაი 202217:55
3 წუთის საკითხავი
 
რუსეთმა ფინეთის საელჩოს ორი თანამშრომელი ქვეყნიდან გააძევა

რუსეთმა ფინეთის საელჩოს ორი თანამშრომელი ქვეყნიდან გააძევა.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ფინეთის ელჩს რუსეთში ანტი ჰელანტერიას ამ გადაწყვეტილების შესახებ დღეს ეცნობა.

"ელჩს წარუდგინეს მტკიცე პროტესტის განცხადება ევროკავშირის ანტირუსული სანქციების კამპანიის ფარგლებში ჰელსინკიში რუსეთის საელჩოს ორი თანამშრომლის ფინეთიდან უსაფუძვლო გაძევებასთან დაკავშირებით, ასევე ფინეთის კონფრონტაციულ კურსზე რუსეთის მიმართ, მათ შორის კიევის რეჟიმისთვის იარაღის მიწოდების და დონბასის და უკრაინის მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ უკრაინელი ნაციონალისტების დანაშაულის დაფარვის შესახებ"- აცხადებენ რუსეთის საგარეოში.


close დახურვა