logo
ENG



რუსეთმა ფინეთისთვის გაზის მიწოდება შეწყვიტა

21 მაი 202210:37
3 წუთის საკითხავი
 

რუსულმა კომპანია გაზპრომმა 21 მაისის დილის 7 საათიდან ფინეთში გაზის ექსპორტი შეწყვიტა.

გაზპრომის გადაწყვეტილება უკავშირდება იმას, რომ ფინეთმა უარი თქვა რუსეთის სქემაზე, "გაზი რუბლში" ეყიდა. აღნიშნული სქემა გულისხმობს, რომ მყიდველები ფულს გაზპრომის ანგარიშზე გადარიცხავენ, სადაც გაზპრომი მიღებულ თანხას აკონვერტირებს რუბლში და გაზპრომის ანგარიშზე რიცხავს.

ფინეთის სახელმწიფო კომპანია Gasum აცხადებს, რომ აღნიშნული მოთხოვნის გამო საარბიტრაჟო სასამართლოში იჩივლებს.

გაზის დიდ ნაწილს ფინეთი რუსეთიდან იღებს, თუმცა საერთო ენერგომოხმარებაში მისი წილი მხოლოდ 10%-ია.

ამასთან, რუსეთმა უკვე შეუწყვიტა გაზის მიწოდება ბულგარეთსა და პოლონეთს, რომლებმაც ასევე უარი თქვეს პუტინის მიერ შეთავაზებულ სქემაზე.


close დახურვა