logo
ENG



რუსეთმა ქვეყნის ტერიტორიაზე ინტერპოლის უფლებამოსილება შეზღუდა

18 აგვ 202318:33
3 წუთის საკითხავი
 
2023/08/18/pjr9jy8l6yqv597.jpg

რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოსცა ბრძანება, რომელიც ქვეყნის ტერიტორიაზე ინტერპოლის უფლებამოსილებას ზღუდავს. რადიო თავისუფლების ინფორმაციით, ახლა ინტერპოლი მხოლოდ გამოკითხვის ჩატარებას და რუსეთის საგამოძიებო ორგანოებისგან ინფორმაციის გამოთხოვას შეძლებს, ასევე მოქალაქეების იდენტიფიცირებას.

მანამდე რუსეთში ინტერპოლის მეშვეობით სრულფასოვანი ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობა ხორციელდებოდა.

სამინისტროს ბრძანება 31 მარტით თარიღდება, თუმცა 17 აგვისტოს დარეგისტრირდა და მეორე დღეს გამოქვეყნდა. პროექტის განხილვისას რუსეთის დუმის დეპუტატები ორგანიზაციას "არამეგობრულობაში" ადანაშაულებდნენ და აცხადებდნენ, რომ მისი წვდომა რუსეთის პოლიციის ბაზებზე შესაძლოა ჯაშუშობისთვის იქნას გამოყენებული.

ინტერპოლი არის მსოფლიოში უმსხვილესი საპოლიციო ორგანიზაცია, რომლის შემადგენლობაშიც 195 ქვეყანაა. რუსეთი ინტერპოლის წევრი 1990 წელს გახდა. ორგანიზაცია საერთაშორისო მნიშვნელობის საქმეებს იძიებს, როგორიცაა ტერორიზმი, ორგანიზებული დანაშაული, კონტრაბანდა, ფინანსური დანაშაული.


close დახურვა