რუსეთის თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ ყაზახეთიდან კოლექტიური უსაფრთხოების შეთანხმების (ОДКБ-ს) კონტინგენტის გაყვანა დაასრულა. ბოლო ოთხი სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავი ნურ-სულთანიდან და ალმათიდან გაფრინდნენ.
ყაზახეთის დიდ ქალაქებში არეულობისა და მასშტაბური დემონსტრაციების ფონზე პრეზიდენტმა, ყასიმ ჟომართ ტოყაევმა ОДКБ-ს მიმართა, რომ მშვიდობისმყოფელები გაეგზავნა. სამხედროები ყაზახეთში კოლექტიური უსაფრთხოების შეთანხმების წევრმა სხვა სახელმწიფოებმაც გაგზავნეს. როგორც ცნობილია, რუსეთმა 2500 "მშვიდობისმყოფელი გაგზავნა".
ОДКБ-ს სამხედროები მნიშვნელოვან ობიექტებს იცავდნენ. როგორც ყაზახეთის ხელისუფლებაში აცხადებდნენ, ისინი საბრძოლო მოქმედებებში არ მონაწილეობდნენ.
11 იანვარს ტოყაევმა განაცხადა, რომ სიტუაცია ქვეყანაში სტაბილურია და ორი დღის შემდეგ მშვიდობისმყოფელების გაყვანის დაწყება შესაძლებელი იქნებოდა.