რუსეთმა 2027 წლის მსოფლიო თასის მასპინძლობის სურვილი გამოთქვა. რაგბის კავშირს ქვეყნის პრეზიდენტის - ვლადიმერ პუტინის მხარდაჭერა აქვს.
“მსოფლიო რაგბი” განაცხადების მიღებას მასპინძლობის თაობაზე 2021წლის თებერვალში დაიწყებს, ხოლო ოფიციალური გადაწყვეტილება მომდევნო წლის მაისში გახდება ცნობილი.
რუსეთის რაგბის კავშირის უმაღლესი საბჭოს განცხადებით, შეიქმნა კომიტეტი, რომელიც მასპინძლობის სურვილის შესახებ ოფიციალურ წერილს მოამზადებს.
შეგახსენებთ, რომ 2023 წელს მსოფლიო თასი საფრანგეთში გაიმართება.