რუსეთის ხელისუფლებამ ჩრდილოეთ კორეაზე, ირანსა და დამატებით რამდენიმე ქვეყანაზე ვიზების გაცემა გაამარტივა. ახლა სასტუმროს ჯავშნის ან "განთავსების სხვა საშუალების" საფუძველზე ისინი პირდაპირ მიიღებენ ქვეყანაში შესვლის 6-თვიან დოკუმენტს.
მთლიანობაში, მთავრობის ბრძანება ცხრამეტ ქვეყანას ეხება. ჩრდილოეთ კორეისა და ირანის გარდა, ესენია ჩინეთი, ინდოეთი, საუდის არაბეთი, ქუვეითი, თურქეთი, მექსიკა, სერბეთი, ტაილანდი, ფილიპინები, მალაიზია, ინდონეზია, ბაჰრეინი, ბრუნეი, კამბოჯა, ლაოსი, მიანმარი და ომანი.
ერთი წლის წინ უკრაინაში შეჭრის შემდეგ რუსეთის მოქალაქეებისთვის ევროპისა და ამერიკის ქვეყნების დიდმა ნაწილმა საზღვრები ჩაკეტა. გარდა ამისა, რუსეთმა შეადგინა "არამეგობრული ქვეყნების" სია. ამჟამად სიაში 60 ქვეყანაა, მათ შორისაა აშშ, კანადა, დიდი ბრიტანეთი, იაპონია და ევროკავშირის ათეულობით ქვეყანა.