logo
ENG



რუსეთმა ხარკოვზე სარაკეტო იერიში მიიტანა - დაიღუპა 2, დაშავებულია 57

11 ივნ 202511:00
3 წუთის საკითხავი
 
2025/06/11/ocku6xylukn4b0s.png

გამთენიისას რუსებმა ხარკოვის ოლქის, სლობიდსკისა და ოსნოვიანსკის რაიონებზე მასშტაბური სარაკეტო იერიში მიიტანეს, რის შედეგად დაიღუპა 2 ადამიანი, ხოლო დაშავდა 57.

ინფორმაციას ამის შესახებ ხარკოვის მერი იგორ ტერეხოვი ავრცელებს.

ცნობილია, რომ დაშავებულებიდან 8 მცირეწლოვანია.

დარტყმების შედეგად ასევე დაზიანდა საცხოვრებელი შენობები, საზოგადოებრივი ტრანსპორტი, სათამაშო მოედნები და საწარმოო ობიექტები.


close დახურვა