რუსეთმა ხერსონის ოლქზე იერიში მიიტანა, რასაც 3 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, ხოლო დაშავდა 6.
ინფორმაციას ამის შესახებ ხერსონის ოლქის პროკურატურა ავრცელებს.
ცნობილია, რომ რუსებმა თავდასხმა არტილერიისა და დრონების საშუალებით განახორციელეს.
დარტყმების შედეგად ასევე დაზიანდა კერძო სახლები და ავტომობილები.
