logo
ENG



რუსეთს გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს წევრობა შეუჩერეს

07 აპრ 202219:54
3 წუთის საკითხავი
 

გაეროს გენერალურმა ასამბლეამ რუსეთს გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს წევრობა შეუჩერა. დღეს, 7 აპრილს გამართულ სხდომაზე საკითხს კენჭი უყარეს და რუსეთს წევრობა შეუჩერეს 93 ხმით 24-ის წინააღმდეგ. წევრობის შეჩერებას მხარი დაუჭირა საქართველომაც. კენჭისყრის დროს 58-მა ქვეყანამ ხმის მიცემისგან თავი შეიკავა. 

რეზოლუციის პროექტში გაეროს გენერალურმა ასამბლეამ აღნიშნა, რომ "შეუჩერებს ადამიანის უფლებათა საბჭოში წევრობის უფლებას იმ წევრს, რომელიც ჩაიდენს ადამიანის უფლებების უხეშ და სისტემატურ დარღვევას".

კენჭისყრამდე ჩინეთის ელჩმა გაეროში ჟანგ ჯუნმა თქვა, რომ მისი ქვეყანა მხარს არ დაუჭერს ამ საკითხს. 

"ჩინეთი მოუწოდებს ყველა მხარეს, ერთად იმუშაონ, რათა შეიქმნას მშვიდობის შესაძლებლობები და მოლაპარაკების პერსპექტივები. ჩინეთი გააგრძელებს წინააღმდეგობისა და მიუკერძოებელი პოზიციის შენარჩუნებას, პასუხისმგებლიან და კონსტრუქციულ როლს ამ კუთხით", - თქვა ჟანგ ჯუნმა.

მანამდე, რუსეთმა გააფრთხილა გაეროს წევრი ქვეყნები, რომ კენჭისყრა ან თავშეკავება განიხილება, როგორც "არამეგობრული ჟესტი", რომელსაც შედეგები მოჰყვება ორმხრივ ურთიერთობებში.

ხმის მიცემის შედეგები ასე გადანაწილდა:


close დახურვა