logo
ENG



რუსეთს კიევიდან საელჩოს და საკონსულოს თანამშრომლები გაჰყავს

22 თებ 202222:08
3 წუთის საკითხავი
 
2022/02/22/84p1twk8wzua3zt.png

რუსეთს კიევიდან საელჩოს და საკონსულოს თანამშრომლები გაჰყავს.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში ნათქვამია, რომ პერსონალი უკრაინიდან "მათი სიცოცხლისა და უსაფრთხოების დასაცავად" გაჰყავთ.

"მათი სიცოცხლისა და უსაფრთხოების დასაცავად, რუსეთმა მიიღო გადაწყვეტილება უკრაინაში რუსეთის საგარეო მისიების პერსონალის გაყვანის შესახებ", - ნათქვამია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

21 თებერვალს ვლადიმირ პუტინმა ოკუპირებული დონეცკის და ლუგანსკის დამოუკიდებლობა აღიარა. რამდენიმე საათში კი დონბასში ჯარების შეყვანის ბრძანება გასცა. რუსეთის პრეზიდენტის მიერ ხელმოწერილ ბრძანებაში ნათქვამია, რომ ჯარები "მშვიდობის დამყარების მიზნით" შეჰყავთ. 

რუსეთის პასუხად გერმანიამ Nord Stream 2-ის გაზსადენის სერტიფიცირების პროცესი შეაჩერა.  

თემთა პალატაში დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრმა რუსეთის მიმართ ახალი სანქციები წარადგინა. სანქციები დაუწესდება 5 რუსულ ბანკს - როსია, IS ბანკი, გენერალური ბანკი, პრომსვიაზბანკი და შავი ზღვის ბანკი. ასევე, სანქციები შეეხო პუტინთან დაახლოებულ სამ ოლიგარქს: გენადი ტიმჩენკოს, ბორის როტენბერგს და იგორ როტენბერგს. 

ამასთა, აშშ-ს პრეზიდენტის ბრძანებით, აშშ-ის მოქალაქეებს დონეცკსა და ლუგანსკში ინვესტიციები აეკრძალებათ. 


close დახურვა