logo
ENG



რუსეთსა და ოკუპირებულ აფხაზეთს შორის ავიამიმოსვლა დღეს დაიწყება

01 მაი 202510:32
3 წუთის საკითხავი
 
2025/05/01/7hna0rbmkg3ds4v.png

რუსეთსა და ოკუპირებულ აფხაზეთს შორის რეგულარული ფრენები დღეიდან დაიწყება.

პირველი რეისი 3 მაისს იყო დაგეგმილი, თუმცა, რუსული მედიის მტკიცებით, მაღალი მოთხოვნის გამო, ავიაკომპანიამ გადაწყვიტა, დამატებითი რეისი დღეს, 1-ელ მაისს შეასრულოს.

პირველ ფრენას UVT Aero შეასრულებს. გარდა ამისა, ოკუპირებულ სოხუმში იფრენენ მოსკოვიდან Ifly, მოსკოვიდან და კრასნოიარსკიდან NordStar. ყველა ავიაკომპანია ევროკავშირის მიერაა სანქცირებული.


close დახურვა