logo
ENG



რუსეთში, არალეგალურ მოხუცთა თავშესაფარში ხანძრის შედეგად 20 ადამიანი დაიღუპა

24 დეკ 202210:38
3 წუთის საკითხავი
 
2022/12/24/sbd0hl0bh9cd4ko.jpg

რუსეთის ქალაქ კემეროვოში მოხუცთა თავშესაფარში გაჩენილი ხანძრის შედეგად 20 ადამიანი დაიღუპა. 6-მა კი დაზიანებები მიიღო. ვრცელდება ინფორმაცია, რომ თავშესაფარი არალეგალურად იყო მოწყობილი.

როგორც რუსულ მედიაში წერენ, ხანძარი ღამით გაჩნდა. ორსართულიანი ხის ნაგებობა, რომელიც მოხუცთა თავშესაფრად იყო მოწყობილი, მთლიანად დაიწვა. პირველადი მონაცემებით, ცეცხლის გაჩენის მიზეზი გაუმართავი გათბობის ქვაბია.

"კერძო სახლი დაიწვა. დადგენილია, რომ ის არალეგალურად გამოიყენებოდა მოხუცების სადღეღამისო მოვლა-პატრონობისთვის. ხანძარსაწინააღმდეგო სისტემა უზრუნველყოფილი არ იყო", - აცხადებენ ოფიციალური ორგანოები.


close დახურვა