logo
ENG



რუსეთში, მაჰაჩყალაში ებრაელებზე თავდასხმის მოტივით ბრბო აეროპორტში შეიჭრა

29 ოქტ 202323:01
3 წუთის საკითხავი
 
2023/10/29/yg9wqldi9b9k1t6.png

რუსეთში, დაღესტნის ქალაქ მაჰაჩყალას აეროპორტში ბრბო შეიჭრა. ამ დროს აეროპორტში თელ-ავივის რეისი დაეშვა, მათი მოტივი კი ებრაელ მგზავრებზე თავდასხმა იყო.

გავრცელებულ კადრებში ჩანს, რომ ისინი "ალაჰ აკბარს" სკანდირებს და პალესტინის დროშას აფრიალებს. მათ ბარიერები გაარღვიეს და საფრენ ბილიკზე შეიჭრნენ, მოგვიანებით აეროპორტი დაიკავეს. 

მედიის ცნობით, ისინი მანქანებს აჩერებენ და მგზავრებს საბუთებს უმოწმებენ, რათა დარწმუნდნენ, არიან თუ არა ებრაელები. 

ამ დროისთვის ადგილზე ეროვნული გვარდიაა მობილიზებული.


close დახურვა