logo
ENG



რუსეთში, ტამბოვის ოლქში, ნავთობის ბაზაზე დრონით იერიში განხორციელდა

28 ივნ 202410:44
3 წუთის საკითხავი
 
2024/06/28/nyapeatce34ubgc.jpg

დილით რუსეთში, კიდევ ერთ ნავთობის ბაზაზე დრონებით თავდასხმა განხორციელდა. ტამბოვის ოლქის გუბერნატორი, მაქსიმ ეგოროვი ამბობს, რომ უკრაინული დრონით თავდასხმა მიჩურინსკის მუნიციპალურ ოლქში მოხდა, რამაც ხანძარი გამოიწვია.

ეგოროვის თქმით, მსხვერპლი არ ყოფილა, ხოლო ბაზიდან უახლოესი დასახლება 3 კილომეტრშია და თუ საჭიროება იქნება, მოხდება მოსახლეობის ევაკუაცია.

ადგილობრივი ხელისუფლების თქმით, ცეცხლი ლოკალიზებულია და ადგილზე შესაბამისი სამსახურები მუშაობენ.


close დახურვა