logo
ENG



რუსეთში BBC News-ის ვებგვერდი დაბლოკეს

16 მარ 202219:32
3 წუთის საკითხავი
 
2022/03/16/zjve69eopznut62.jpg

რუსეთის ტერიტორიაზე BBC News-ის ვებგვერდზე წვდომა შეზღუდეს. როგორც როსკომნადზორი აცხადებს, ვებგვერდი გენერალური პროკურატურის 24 თებერვლის მიმართვის საფუძველზე დაბლოკეს.

BBC-ის რუსული სამსახურის ვებგვერდი ჯერ კიდევ 4 მარტს დაბლოკეს. ამავე პერიოდიდან წვდომაა შეზღუდული Meduza-ს ვებგვერდსა და სოცქსელებზე. მოგვიანებით, დაიბლოკა კრიტიკული სხვა გამოცემებიც.

ვებგვერდების დაბლოკვას წინ უსწრებდა როსკომნადზორის მოთხოვნა, რომ უკრაინაში მიმდინარე ომი, რომელიც რუსეთმა წამოიწყო, "სპეციალურ ოპერაციად" მოიხსენიონ. ამასთან, ინფორმაციის გავრცელებისას მხოლოდ რუსული ოფიციალური წყაროები გამოიყენონ.

4 მარტს რუსეთის პარლამენტმა მიიღო კანონი, რომელიც რუსეთის არმიის მოქმედებებზე "ფეიკნიუსის" გავრცელებისთვის 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებდა.


close დახურვა