რუსეთში Facebook-ი დაბლოკეს. გადაწყვეტილება როსკომნადზორმა მიიღო.
უწყებაში ამბობენ, რომ ეს გადაწყვეტილება Facebook-ის მიერ რუსული მედიასაშუალებების მიმართ შეზღუდვების გამოყენებას ეხება.
როსკომნადზორის თქმით, შეზღუდვები შეეხო არხი ზვეზდას, პროპაგანდიტულ სააგენტო რია ნოვოსტის, სპუტნიკს, Russia Today, ასევე ლენტა.რუს და გაზეტა.რუს.