რუსეთის შეიარაღებული ძალები აცხადებენ, რომ უკრაინაში ჰიპერბგერითი რაკეტები - Kinzhal გამოიყენეს. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელი, იგორ კონაშენკოვი ამბობს, რომ უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ აღნიშნული რაკეტები პირველად გამოიყენეს.
კონაშენკოვის თქმით, 18 მარტს ჰიპერბგერითი რაკეტებით გაანადგურეს რაკეტებისა და საბრძოლო მასალის მიწისქვეშა საწყობი ივანო-ფრანკოს ოლქში.
ომის დაწყების შემდეგ უკრაინაში არაერთხელ დაიბომბა სამოქალაქო ნაგებობები, საცხოვრებელი სახლები და საავადმყოფოები. რუსეთი ცდილობს, პასუხისმგებლობა აირიდოს და ამტკიცებს, რომ მათი მიზანი მხოლოდ სამხედრო დანიშნულების ობიექტებია.