logo
ENG



რუსეთში დენთის საწყობები იწვის

06 მაი 202323:04
3 წუთის საკითხავი
 
2023/05/06/5rtr13qnodo4j26.png

რუსეთში დენთის საწყობები იწვის. ინფორმაციას TASS-ი ავრცელებს. დენთის საწყობები პერვომაისკის დასახლებაში მდებარეობს.

ადგილობრივები ამბობენ, რომ საწყობებში ცეცხლი ტყის ხანძრის შედეგად გაჩნდა. მედია წერს, რომ საფრთხე ემუქრება კიდევ 18 საწყობს, რომლებშიც ასევე დენთი ინახება.

ადგილობრივი ხელისუფლება მთლიანი დასახლების ევაკუაციას აპირებს, სადაც 400-მდე ადამიანი ცხოვრობს.

მოგვიანებით ხანძარი რუსეთის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურშიც დაადასტურეს. წინასწარი მონაცემებით, ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.


close დახურვა