logo
ENG



რუსეთში ვალერი მელაძისთვის წოდებებისა და მოქალაქეობის ჩამორთმევას ითხოვენ

03 იან 202318:01
3 წუთის საკითხავი
 
2023/01/03/cuptfqr8gcmkq8y.jpg

რუსეთში მომღერალი ვალერი მელაძისთვის წოდებების ჩამორთმევას ითხოვენ. ამის შესახებ სამართლიანი რუსეთი - სიმართლისთვის ლიდერი, სერგეი მირონოვი Telegram-ზე წერს და ამის მიზეზად იმ ვიდეოს ასახელებს, სადაც მელაძე ფრაზას Слава Україні-ს Героям слава-თი პასუხობს.

"მისი საქციელი დაგმობის ღირსია. ჭეშმარიტად რუსი ხელოვანი არ შეიძლება და არ უნდა მოიქცეს ასე. ქცევის მიხედვით ამ "არტისტმა" თავისი მხარე აირჩია. მე ვთავაზობ მელაძეს ჩამოერთვას ყველა ტიტული. ეს იქნება სამართლიანი", - დაწერა მირონოვმა.

ამასთან, ფედერაციის საბჭოს წევრი ელენა აფანასიევა ითხოვს, რომ მელაძეს მოქალაქეობაც ჩამოერთვას. 

"სიმახინჯე! ღალატი! ამისთვის მელაძეს წოდებები კი არ უნდა ჩამოერთვას, არამედ რუსეთის ფედერაციის მოქალაქეობა", - აცხადებს ის.

Telegram-ზე გავრცელდა ვიდეო, სადაც მომღერალი ვალერი მელაძე უკრაინელებისთვის სიმბოლოდ ქცეულ სიტყვებს "დიდება უკრაინას", პასუხობს: "დიდება გმირებს".


close დახურვა