logo
ENG



რუსეთში კომპანია Meta ტერორისტულ ორგანიზაციად გამოაცხადეს

11 ოქტ 202219:07
3 წუთის საკითხავი
 
2022/10/11/psk4wsoitn5xa5f.jpg

რუსეთის ფედერალური ფინანსური მონიტორინგის სამსახურმა, აშშ-ის მულტინაციონალური ტექნოლოგიური კომპანია Meta, რომელშიც სოციალური ქსელები Facebook-ი და Instagram-ი შედის, ტერორისტულ და ექსტრემისტულ ორგანიზაციათა სიაში შეიყვანა.

CNN წერს, რომ Meta-ს აკრძალვა ბანკებს ავალდებულებს, გაყინონ კომპანიის ანგარიშები და შეაჩერონ მისი ანგარიშების მომსახურება.

მანამდე, 21 მარტს მოსკოვის ტვერსკოეს რაიონულმა სასამართლომ კომპანია Meta ექსტრემისტულ ორგანიზაციათა სიაში შეიყვანა. მიზეზად კი დაასახელა ფაქტი, რომ Meta-ს მენეჯმენტი უკრაინელებს რუსი სამხედროების წინააღმდეგ ძალადობის მოწოდების უფლებას აძლევს.


close დახურვა