პანდემიის დაწყების შემდეგ დაავადებულთა ყველაზე მაღალი მაჩვენებელია რუსეთში. კორონავირუსი 24 საათის განმავლობაში 1600-ზე მეტ ადამიანს დაუდასტურდა. მათგან 50 პროცენტის შემთხვევაში ვირუსი სიმპტომების გარეშე მიმდინარეობს. დაავადების პიკის გადალახვის მიუხედავად, გარდაცვლილთა რაოდენობა მაღალია დიდ ბრიტანეთშიც. ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსს ქვეყანაში 621 ადამიანი ემსხვერპლა.
საკარანტინე ზომების შემსუბუქების შემდეგ სოციალური დისტანციის დაცვისა და სიფრთხილისკენ მოუწოდებს მოსახლეობას ესპანეთის მოსახლეობა. ორშაბათიდან ქვეყანაში აკრძალვები კიდევ უფრო სუსტდება. ქვეყნის ცენტრალურ ნაწილი დაწესებულებების ნაწილი გაიხსნება. 24,700-ს გადააჭარბა დაღუპულთა რაოდენობამ საფრანგეთში. ქვეყანა საგანგებო რეჟიმის გაგრძელებას 24 ივლისამდე აპირებს. სამეცნიერო საბჭოს დასკვნით, შეზღუდვების ვადაზე ადრე მოხსნამ შესაძლოა დაავადების ახალი აფეთქება გამოიწვიოს.
მსოფლიოში კორონავირუსით დაავადებულთა რიცხვი 3 მილიონ ნახევარს აღწევს. ბოლო 24 საათის განმავლობაში დაავადება 84 ათას ადამიანს დაუდასტურდა, მილიონი კი გამოჯანმრთელებულია.