რუსეთში კორონავირუსის ახალი შემთხვევები დადასტურდა. გასული 24 საათის განმავლობაში დაავადება 8 ათას 371 პაციენტს აღმოაჩნდა. გარდაიცვალა 124 ადამიანი. ამით მსხვერპლთა საერთო რაოდენობამ 4 ათას 142-ს მიაღწია.
რუსეთი შეერთებული შტატებისა და ბრაზილიის შემდეგ კორონავირუსით დაინფიცირების მაჩვენებლით მესამე ადგილზეა. მიუხედავად ამისა, ხელისუფლება კარანტინის ზომების შემსუბუქების მეორე ეტაპზე გადადის. პირველი ივნისიდან ქიმწმენდის ცენტრები და ნივთების შესაკეთებელი ობიექტები გაიხსნება.