logo
ENG



რუსეთში კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვები ნაწილობრივ მოიხსნა

03 ივნ 202016:36
3 წუთის საკითხავი
 
kveg9153kbzzu83.jpg

რუსეთში, კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვები ნაწილობრივ მოიხსნა. მოსკოვში ის მაღაზიებიც გაიხსნა, სადაც პროდუქტი არ იყიდება.

მიუხედავად იმისა, რომ გახსნის ზუსტი თარიღი ჯერ არ დასახელებულა, სამზადისი დაიწყო  რესტორნებსა და კაფეებში, რომლებიც მომხმარებელს პანდემიის გამო აქამდე მხოლოდ მიტანის სერვისის დახმარებით ემსახურებოდნენ.  დარბაზებში ისინი სოციალური დისტანციის აღმნიშვნელ სტიკერებს განათავსებენ.

რუსეთში ბოლო 24 საათის განმავლობაში კოვიდ 19-ით დაავადების 8500-ზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა. დაღუპულთა რაოდენობა 5ათას 200-ს აჭარბებს. 


close დახურვა