logo
ENG



რუსეთში მიკროავტობუსი ორ სატვირთოს შორის მოჰყვა - დაღუპულია 16 ადამიანი

21 აგვ 202221:37
3 წუთის საკითხავი
 
2022/08/21/lymwaqiosbh1cj3.jpg
ფოტო: TASS

რუსეთში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, რის შედეგადაც სულ მცირე 16 ადამიანი დაიღუპა.

რუსული მედიის ინფორმაციით, სატვირთოს მძღოლმა მანქანის გაჩერება ვერ შეძლო და მიკროავტობუსს შეეჯახა, რომელიც 2 სატვირთოს შორის მოჰყვა. სულ ავტოსაგზაო შემთხვევაში 5 ავტომობილი მონაწილეობდა. მიკროავტობუსში 18 ადამიანი იმყოფებოდა - ისინი ყაზახეთის მოქალაქეები იყვნენ.

მომხდარზე დაწყებულია გამოძიება. შემთხვევა ულიანოვსკის ოლქში მოხდა. 


close დახურვა