logo
ENG



რუსეთში მიმდინარე საპრეზიდენტო არჩევნებს ქართველების ჯგუფი აკვირდება

17 მარ 202414:17
3 წუთის საკითხავი
 
2024/03/17/wrhtyjduxc07bf0.jpg

რუსეთში მიმდინარე საპრეზიდენტო არჩევნებს ქართველების ჯგუფი აკვირდება.

პრიმაკოვის სახელობის ქართულ-რუსული საზოგადოებრივი ცენტრის დირექტორი, დიმიტრი ლორთქიფანიძე ამბობს, რომ არჩევნები "მშვიდ ატმოსფეროში" მიმდინარეობს.

ლორთქიფანიძესთან ერთად რუსეთში იმყოფებიან სხვა პროპაგანდისტებიც, ე.წ. ჟურნალისტები და პოლიტოლოგები. პუტინის არჩევნების პროცესს ასევე აკვირდებიან პირები ოკუპირებული აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან.

რუსეთში საპრეზიდენტო არჩევნები 15 მარტს დაიწყო - ხმის მიცემა 17 მარტის ჩათვლით გაგრძელდება. რუსეთის ცესკოს ინფორმაციით, ქვეყნის მასშტაბით 94 ათასი საარჩევნო უბანი მოქმედებს, რომლებიც 08:00 საათიდან 20:00 საათამდე იქნება გახსნილი.

არჩევნებში ოთხი კანდიდატი მონაწილეობს და მათ შორისაა ვლადიმირ პუტინი, რომელიც მეხუთე ვადით იყრის კენჭს. პუტინის კონკურენტებმა უარი თქვეს თავიანთ კამპანიაში საჯაროდ გაეკრიტიკებინათ მოქმედი პრეზიდენტი. ამასთან, რუსეთის ცესკომ არც ერთი ოპოზიციონერი ან ანტისაომარი პოზიციის მქონე კანდიდატი არ დაარეგისტრირა.


close დახურვა