რუსეთში ალექსეი ნავალნის მოკავშირე ლილია ჩანიშევა ექსტრემიზმის ბრალდებით დააკავეს.
39 წლის ლილია ჩანიშევა პირველია, ვინც ნავალნის გარემოცვაში ექსტრემიზმის ბრალდებით დააკავეს.
themoscowtimes-ის ინფორმაციით, ჩანიშევას 2 თვიანი წინასწარი პატიმრობა მიესაჯა და მას ბრალის დადასტურების შემთხვევაში 6-დან 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. სასამართლოზე ბრალდების მხარემ თქვა, რომ ჩანიშევა რუსეთის დატოვებას აპირებდა.
ჩანიშევას ადვოკატის თქმით, მოსამართლეს 20 წუთი დასჭირდა გადაწყვეტილების მისაღებად. როგორც meduza წერს, ადვოკატის თქმითვე, ჩანიშევა ამბობს რომ ის სავარაუდოდ ფეხმძიმედაა, რაც მოსამართლემ არ გაითვალისწინა.
Суд "совещался" минут 20, но вышел с постановлением на нескольких листах.
Лилия @LChanysheva отправлена под стражу на срок в два месяца, до 09.01.2022г.
Решение суда будет обжаловано защитой. pic.twitter.com/7jSOgMm2m5
დაპატიმრებამდე ჩანიშევამ ტვიტერზე დაწერა, რომ მასთან ჩხრეკა ტარდებოდა.
У меня обыск.
ლილია ჩანიშევა მეთაურობდა ალექსეი ნავალნის მხარდამჭერთა შტაბს, რომელიც დახურეს ექსტრემისტულ ორგანიზაციად შეფასების გამო.
ალექსეი ნავალნი რუსეთის ხელისუფლებამ თებერვალში დააკავა, მას შემდეგ, რაც ის ნოვიჩოკის ნერვული აგენტით მოწამვლის შემდეგ რუსეთში დაბრუნდა. ნავალნი მოწამვლაში კრემლს ადანაშაულებს. მოსკოვი ნავალნის მოძრაობას ექსტერმისტულად აფასებს.
საერთაშორისო საზოგადოება ამ დრომდე მოუწოდებს რუსეთის ხელისუფლებას, რომ ნავალნი გაათავისუფლონ. ევროკავშირმა რუსეთის რამდენიმე მაღალჩინოსნის წინააღმდეგ სანქციებიც გაატარა.