რუსეთში გამოცემა ნეტგაზეთის რუსული ვერსიის ვებგვერდი დაბლოკეს. როგორც გამოცემაში ამბობენ, აღნიშნულს წინ უძღოდა რუსეთის გენერალური პროკურატურის გაფრთხილება უკრაინაში მიმდინარე ომთან დაკავშირებით მომზადებული მასალის გამო. გაფრთხილების მიუხედავად, ნეტგაზეთმა არ წაშალა ხსენებული მასალა.
როსკომნადზორის ვებგვერდზე, იმ საიტების საძიებო რეესტრში, რომლებზეც რუსეთში წვდომა შეზღუდულია, ru.netgazeti.ge უკვე იძებნება. რეესტრის მიხედვით, წვდომა შეიზღუდა საქართველოში მოქმედი კიდევ ერთი გამოცემის, accentnews-ის ვებგვერდზეც.
საუბარია 16 მარტს მომზადებულ მასალაზე, რომელიც თავდაპირველად ქართულენოვანი გამოცემის ვებგვერდზე გამოქვეყნდა სათაურით "უკრაინის განცხადებით, ბრძოლაში მოკლეს მე-4 რუსი გენერალი". იმავე დღეს მასალა რუსულადაც ითარგმნა და ნეტგაზეთის რუსულენოვანი გამოცემის ვებსაიტზე განთავსდა. სიახლის სათაურია "Война в Украине: Киев сообщил о гибели четвертого российского генерала".
ნეტგაზეთში აცხადებენ, რომ 9 აპრილს მათ როსკომდანზორმა მიმართა, რომ მასალაზე წვდომა შეზღუდულიყო.