პუტინი კილერს აეროპორტში დიდი პატივით დახვდა. უფრო მეტიც რუსეთის პრეზიდენტი ვადიმ კრასიკოვს სახელმწიფო ჯილდოსაც გადასცემს. ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელი, რომელსაც გერმანიაში სამუდამო პატიმრობა ჰქონდა მისჯილი, რუსეთში სხვებთან ერთად გაცვლის შედეგად დაბრუნდა. ვადიმ კრასიკოვმა საქართველოს მოქალაქეს ზელიმხან ხანგოშვილს ბერლინის ცენტრში ესროლა. კრემლმა ოფიციალურად დაადასტურა, რომ კრასიკოვი უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომელია.
რუსეთში პატივით დაბრუნებული კილერი - პუტინის ჯილდო კარსიკოვს
02 აგვ 202420:13
3 წუთის საკითხავი