logo
ENG



რუსეთში პირველად გაავრცელეს ინფორმაცია ფრონტზე მობილიზებულების დაღუპვის შესახებ

13 ოქტ 202213:36
3 წუთის საკითხავი
 
2022/10/13/neexu0c1dgizzll.jpg

რუსეთში პირველად გაავრცელეს ინფორმაცია უკრაინის ფრონტზე მობილიზებული სამხედროების დაღუპვის შესახებ. ოფიციალური ვერსიით, უკრაინაში ხუთი სამხედრო დაიღუპა, რომლებიც მობილიზებულები ჩელიაბინსკის ოლქში იყვნენ. ინფორმაციას რუსული მედიები ჩელიაბინსკის ხელისუფლების წარმომადგენლებზე დაყრდნობით ავრცელებენ.

ყველა დაღუპული ჩელიაბინსკის ოლქის ქალაქ კორკინოში გამოიძახეს.

გუბერნატორისა და ადგილობრივი მთავრობის პრესსამსახურში აცხადებენ, რომ თითოეული დაღუპულის ოჯახი კომპენსაციის სახით მილიონ რუბლს მიიღებს.

მიუხედავად იმისა, რომ ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც მობილიზებულების გარდაცვალების შესახებ გაავრცელეს ინფორმაცია, პირველი ცნობები რამდენიმე კვირის წინ გაჩნდა.

სექტემბრის ბოლოდან ცნობილი გახდა 10-ზე მეტი შემთხვევის შესახებ, როდესაც მობილიზებული რუსები საბრძოლო ზონაში მისვლამდე დაიღუპნენ. უშუალოდ ფრონტზე მობილიზებულების დაღუპვის შესახებ პირველი ცნობები კვირის დასაწყისში გავრცელდა, თუმცა ხელისუფლებას კომენტარი არ გაუკეთებია.

გამოცემა ვეჩერნი კარპინსკიმ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ხერსონთან ქალაქ კარპინსკის სამი მკვიდრი დაიღუპა, რომლებიც სექტემბრის ბოლოს გამოიძახეს. კიდევ ერთი გამოცემა It's My City წერდა კრასნოტურინსკის მკვიდრის, ევგენი ბიზიაევის დაღუპვაზე.


close დახურვა