logo
ENG



რუსეთში საკონცერტო დარბაზში ტერაქტის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 60-ს გადააჭარბა

23 მარ 202410:27
3 წუთის საკითხავი
clock 398
2024/03/23/9tshd2nvte6epmz.jpg

მოსკოვში საკონცერტო დარბაზ კროკუს სითი ჰოლში ტერაქტში შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ 60-ს გადააჭარბა. დაშავებულია 100-ზე მეტი ადამიანი.

მოსკოვის ოლქის გუბერნატორის, ანდრეი ვორობიოვის თქმით, დაღუპულთა ზუსტი რაოდენობა მოგვიანებით გახდება ცნობილი.

22 მარტს საღამოს საკონცერტო დარბაზში რამდენიმე შეიარაღებულმა პირმა ავტომატებიდან ცეცხლი გახსნა, შემდეგ აფეთქება მოხდა და ძლიერი ხანძარი დაიწყო. ხანძრის სალიკვიდიცაიო სამუშაობი მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა.

საგამოძიებო კომიტეტმა გამოძიება ტერაქტის მუხლით დაიწყო. რუსული მედია გუშინ წერდა, რომ ტერაქტში მონაწილეებმა გაქცევა შეძლეს მანქანით. ამასთან, ვრცელდება ინფორმაცია, რომ ორი ადამიანი დააკავეს.

ვინ დგას ტერაქტის უკან, რა მოტივივი ჰქონდათ თავდამსხმელებს - უცნობია. 

რუსეთის უშიშროების საბჭოს ხელმძღვანელის მოადგილე, დიმიტრი მედვედევი მომხდარში უკრაინას ადანაშაულებს. მედვედევის თქმით, თუ თავდასხმაში უკრაინელები არიან დამნაშავე, მათ რუსეთი "სათანადოდ გაუმკლავდება".

რაც შეეხება უკრაინის პოზიციას, პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მრჩეველი, მიხაილო პოდოლიაკი უკრაინის თავდასხმაში მონაწილეობას უარყოფს. უკრაინის დაზვერვა კი აცხადებს, რომ მოსკოვში, საკონცერტო დარბაზში მომხდარი თავდასხმა რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის სპეცსამსახურების მიზანმიმართული პროვოკაციაა.

თეთრი სახლის ეროვნული უშიშროების საბჭოს კოორდინატორის, ჯონ კირბის განცხადებით, უკრაინის თავდასხმაში მონაწილეობაზე "არაფერი მიუთითებს".


close დახურვა