logo
ENG



რუსეთში ქართული ლეგიონი ტერორისტული ორგანიზაციების სიაში შეიყვანეს

14 ივნ 202412:36
3 წუთის საკითხავი
 
2024/06/14/qkxqxj1bn8u6yra.jpg

რუსეთში "ქართული ეროვნული ლეგიონი" ტერორისტულ ორგანიზაციათა სიაში შეიყვანეს. ამის შესახებ რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურში (FSB) განაცხადეს.

FSB-ში ამბობენ, რომ გადაწყვეტილება სამხრეთის რაიონულმა სამხედრო სასამართლომ "მტკიცებულებების საფუძველზე" მიიღო.

რუსეთში ლეგიონის ხელმძღვანელს მამუკა მამულაშვილს დაუსწრებლად პატიმრობა მიუსაჯეს. მანამდე რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა უკრაინის შეიარაღებულ ძალებში საომარ მოქმედებებში მონაწილეობისთვის ქართული ეროვნული ლეგიონის 70-ზე მეტ დაქირავებულს დაუსწრებლად პატიმრობა მიუსაჯა.

ქართული ლეგიონი გახდა 51-ე ორგანიზაცია, რომელიც რუსეთში ტერორისტულ ორგანიზაციად გამოაცხადეს. 


close დახურვა