რუსეთში, ალთაის რესპუბლიკაში ვერტმფრენი ჩამოვარდა, რის შედეგადაც 6 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 7 დაშავდა. ვერტმფრენს ტურისტების ჯგუფი გადაჰყავდა.
რუსული გამოცემა Ria Novosty წერს, რომ უსტ-კოკსინსკის რაიონის სოფელ ტიუნგურში დაშვებისას ვერტმფრენს ცეცხლი გაუჩნდა. ავარიის მიზეზი გახდა ის, რომ ვერტმფრენი ელექტროსადენებს გაედო.