logo
ENG



რუსთავი-ლილოს გზაზე ავარიისას დედა-შვილი დაშავდა

30 მაი 202010:37
3 წუთის საკითხავი
 
cbc4rdopu0myrna.jpg

ავარია მოხდა რუსთავი-ლილოს გზაზე. მსუბუქი ავტომობილის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და რამდენჯერმე გადაბრუნდა. ინფორმაციას Info Rustavi ავრცელებს.

მომხდარის შედეგად დაშავებულია დედა-შვილი. ისინი სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ეკიპაჟმა კლინიკა რუსთავში გადაიყვანა. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

„პაციენტი შემოყვანილი არის სასწრაფოს მიერ ავტოსაგზაო შემთხვევის ადგილიდან, მდგომარეობა შეფასდა, როგორც საშუალო სიმძიმის. აღენიშნება სხეულის მრავლობითი ზედაპირული ტრავმები არის გულმკერდის ტრავმა ქვემო კიდურების ზედაპირული ტრავმები მიმდინარეობს მკურნალობა, პაციენტი რჩება კლინიკაში მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება“, - განაცხადა ხათუნა რევაზიშვილმა.

როგორც „ფორმულას“ შსს-ში განუცხადეს, ფაქტზე დაწყებულია ადმინისტრაციული წარმოება.


close დახურვა