რუსთავი 2-ის თანამშრომლებს კორონავირუსი არ დაუდასტურდათ.
მას შემდეგ, რაც რუსთავი 2-ის ერთ ჟურნალისტს, თეონა ცხომელიძეს ახალი კორონავირუსი დაუდასტურდა, COVID 19-ის ტესტი ტელეკომპანიის 400-მდე თანამშრომელსაც გაუკეთეს.
ყველა მათგანის პასუხი უარყოფითია.
არხის საინფორმაციო სამსახურის უფროსის, ნინო შუბლაძის თქმით, ცხომელიძეთან უფრო ახლო და უშუალო კონტაქტის მქონე პირებს განმეორებითი ტესტირება ორშაბათს, 14 სექტემბერს უწევთ.
რუსთავი 2-ის გარდა, კორონავირუსი კიდევ ერთ მედიაში გამოვლინდა - 9 სექტემბერს კორონავირუსი დაუდასტურდა ტვ პირველის ერთ ჟურნალისტს. ვირუსით არ დაინფიცირებულან არხის სხვა თანამშრომლები.