რუსთავი ორი სასამართლომ ქიბარ ხალვაშს დაუტოვა. დამფუძნებლებს - დავით დვალსა და ჯარჯი აქიმიძეს კი უარი უთხრა. დღევანდელ პროცესს აქიმიძე, დვალი, გვარამია და სალია ესწრებოდნენ. მოსარჩელე მხარს გამარჯვების იმედი ისედაც არ ჰქონდა, რადგან მიაჩნიათ, რომ გადაწყვეტილება მოსამართლემ კი არა, ბიძინა ივანიშვილმა მიიღო. დვალსა და აქიმიძეს არც მეორე და მესამე ინსტანციის იმედი აქვთ,მაგრამ ფორმალურ განხილვებს მაინც გაივლიან, რომ შემდგომ სტრასბურგის სასამართლოს მიმართონ.
რუსთავი 2-ის საქმე
08 დეკ 202120:25
3 წუთის საკითხავი