რუსთავი 2-ის საქმე სააპელაციო სასამართლო გადაწყვეტილებას 14 დეკემბერს გამოაცხადებს. დღეს დასკვნითი სხდომა გაიმართა, რითაც არსებითი განხილვა დასრულდა. მხარეებმა რეპლიკებისთვის განსაზღვრული დროით ისარგებლეს. ჯარჯი აქიმიძე და დავით დვალი ითხოვენ რუსთავი 2-ის 60 პროცენტს. თუმცა, მათ ადვოკატს სამართლიანი გადაწყვეტილების იმედი არ აქვს. ადვოკატის თქმით, ტელეკომპანიის საკუთრება პოლიტიკური ინტერესის საგანია. დამოუკიდებელი და ობიექტური გადაწყვეტილებას მოლოდინი არ აქვს არც ჯარჯი აქიმიძეს. ის ამბობს, რომ ქართული მართლმსაჯულება სრულად აქვს მიტაცებული ხელისუფლებას. ბრძოლა უზენაეს ინსტანციასა და შემდგომ სტრასბურგში გაგრძელდება.