logo
ENG



რუსთავის აზოტში ვითარება იძაბება - გაფიცული თანამშრომლები ანაზღაურების გაზრდას მოითხოვენ

28 აპრ 202120:37
3 წუთის საკითხავი
 

რუსთავის აზოტში ვითარება სულ უფრო მწვავდება. პროტესტიდან მეორე დღეს უკვე ბარიკადებია აღმართული. თანამშრომლებს ხელფასის 50 პროცენტით მომატება სურთ. ხელმძღვანელობასა და გაფიცულებს შორის დიალოგი კი ამ დრომდე ვერ შედგა. 

გაფიცვის დაწყებიდან მეორე დღეს რუსთავის აზოტის მენეჯმენტს და თანამშრომლებს შორის პირველი კომუნიკაცია რამდენიმე წუთში სიტყვიერი დაპირისპირებით დასრულდა. 50 პროცენტიანი მატების ალტერნატივად კომპანიამ გაფიცულებს მხოლოდ ხელფასების თემაზე სამუშაო ჯგუფის შექმნა შესთავაზა.


close დახურვა