logo
ENG



რუსთავის მერის მოადგილეს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ

05 ივნ 202016:10
3 წუთის საკითხავი
 

რუსთავში მერის მოადგილეს ერთერთი მოქალაქე ფიზიკურად დაუპირისპირდა.

რუსთავის მერიის აპარატის უფროსი ნინო ნიკოლავა ადასტურებს, რომ უწყებაში ინციდენტი ნადმვილად მოხდა, რის შემდეგაც საპატრულო პოლიცია გამოიძახეს და საგამოძიებო მოქმედებების ფარგლებში აღძრულია საქმე.

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი დავით კირკიტაძე აღნიშნავს, რომ მსგავსი ფაქტები ხშირია, რაც თანამდებობის პირების მხრიდან არის გამოწვეული.

კირკიტაძის თქმით, რუსთავის მაღალჩინოსნები აგრესიას იწვევენ, გუშინ კი მოქალაქე ბექა თავაძემ, რომელიც მიწის ლეგალიზევას 6 წელია ითხოვს, იმ მდგომარეობამდე მიიყვანეს, რომ ვიცე მერს ფიზიკურად გაუსწორდა.

„ძალიან სამწუხაროა და არავის არ უხარია, რომ რუსთავში ხან მერს ცემენ, ხან ვიცე-მერს ცემენ ხან საკრებულოს თავდჯომარეს აგდებენ თვითმფრინავიდან, მაგრამ ამ ადამიანებმა, ვინც დღეს რუსთავში არიან წარმოდენილი მაღალ თანამდებობაზე მოსახლეობა მიიყვანეს იმ დონეზე რომ იწვევენ აგრესიას. გუშინ მაგალითად ახალაზრდა ადამიანი, ბექა თავაძემ, რომელიც 6 წელია ითხოვდა მიწის ლეგალიზაციის კომისიიდან, საკუთარი მიწის ლეგალიზებას, იმ მდგომარეობამდე მიიყვანეს რომ ვიცე-მერს მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა. ვიცე-მერმა მოუწყო პროვოცირება და ახლა ეს ადამიანი არის დაკავებული“,-აცხადებს დავით კირკიტაძე.


close დახურვა