logo
ENG



რუსთავის საკრებულოს 17 თვითიზოლირებულ წევრს კორონავირუსი არ დაუდასტურდა

11 აპრ 202013:53
3 წუთის საკითხავი
clock 472
v0atqw6t8gz8lu6.jpg

 

რუსთავის საკრებულოს ინფორმაციით, საკრებულოს 17 დეპუტატს, რომლებიც თვითიზოლაციაში იმყოფებოდნენ, კორონავირუსი არ დაუდასტურდათ. რუსთავის საკრებულო მოქალაქეებს საქართველოში გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობის წესების დაცვისკენ მოუწოდებს.

საკრებულოს განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

„როგორც ცნობილია, რუსთავის საკრებულოს 17 დეპუტატი და აპარატის თანამშრომლების ნაწილი, ახალი კორონა ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის რეკომენდაციით, მიმდინარე წლის 10 აპრილამდე თვითიზოლაციის რეჟიმში იმყოფებოდა. მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის გათვალისწინებით, გვინდა გაცნობოთ, რომ არცერთი მათგანის კოვიდ-19 ვირუსით დაინფიცირების შემთხვევა არ დაფიქსირებულა.

გვინდა საზოგადოებას დიდი მადლობა გადავუხადოთ ყურადღებისა და თანაგრძნობისათვის, ვუსურვოთ ჯანმრთელობა და კიდევ ერთხელ ვთხოვოთ, დარჩნენ სახლში და დაემორჩილონ საქართველოში გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობის წესებს.

ჩვენ ყველა ერთობლივი პასუხისმგებლობით შევძლებთ გადავლახოთ არსებული გამოწვევა და მალე დავუბრუნდეთ ჩვეული ცხოვრების რეჟიმს“,- ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ კორონავირუსი თავდაპირველად რუსთავის საკრებულოს ერთ დეპუტატსა და მისი ოჯახის წევრებს დაუდასტურდათ.

 


close დახურვა