logo
ENG



რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარე ოცნებას ტოვებს და სოსო გოგაშვილის პარტიას უერთდება

12 აგვ 202110:21
3 წუთის საკითხავი
 

რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარე ლევან ონიანი ქართულ ოცნებას ტოვებს და სოსო გოგაშვილის პარტიას უერთდება.  ამის შესახებ ონიანმა ფორმულას განუცხადა. 

ის მმართველი გუნდიდან წასვლის მიზეზად ქართული ოცნების საკადრო პოლიტიკას ასახელებს. 

"ვტოვებ ქართულ ოცნებას, მაგრამ ვრჩები იმ იდეის და სულისკვეთების ერთგული, რომელიც მქონდა 2012 წელს. გუშინ გააკეთა სოსო გოგაშვილმა განცხადება, ვიზიარებ მის დამოკიდებულებას და ვუერთდები სახალხო პარტიას. რაც შეეხება მიზეზს, ეს არის საკადრო პოლიტიკა, რომელსაც აწარმოებს ქართული ოცნება, რომელიც ეწინააღმდეგება იმ პრინციპებს და შემართებას, რომლითაც 2012 წელს მოვედით. ის ადამიანები, ვინც გვებრძოდნენ და გვატერორებდნენ, დღეს ქართული ოცნების სახელით გვაძლევენ მითითებებს, რაც ჩემთვის სრულიად მიუღებელია", - თქვა ონიანმა. 

გუშინ, 11 აგვისტოს სუს-ის უფროსის ყოფილმა მოადგილემ სოსო გოგაშვილმა თქვა, რომ პოლიტიკაში მიდის. როგორც გოგაშვილმა facebook-ზე დაწერა, ის სახალხო პარტიაში ბრუნდება, სადაც მისი თქმით, პირველი პოლიტიკური გამოცდილება მიიღო. 

სოსო გოგაშვილმა ქართული ოცნება 2020 წლის ოქტომბერში დატოვა. 

ის სუს-ის უფროსის მოადგილედ 2015-2018 წლებში მუშაობდა. 2014 წელს შსს-ს გენინსპექციის უფროსი იყო. გოგაშვილი ხელმძღვანელობდა პანკისის ხეობაში ჩატარებულ სპეცოპერაციას, რა დროსაც 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილი მოკლეს.


close დახურვა