logo
ENG



რუსთავის ქალთა მე-5 დაწესებულებაში პატიმრებმა შიმშილობა დაიწყეს

13 მაი 202312:04
3 წუთის საკითხავი
 

რუსთავის ქალთა მე-5 დაწესებულებაში პატიმრებმა შეწყალების მოთხოვნით შიმშილობა დაიწყეს, ქალი მსჯავრდადებულები სახალხო დამცველს მოუწოდებენ, მათი პრობლემებიღა და მოთხოვნებით დაინტერესდეს.

ერთ-ერთმა პატიმარმა ფორმულას განუცხადა, რომ მის საქმეში არ არსებობს არანაირი მტკიცებულება - პატიმარი ყაზახეთის მოქალაქეა და აღნიშნავს, რომ წესით მისი ექსტრადიცია უნდა მომხდარიყო ყაზახეთში, რაც განხორციელებულა. ამასთან, ის ამბობს, რომ ოჯახის მოთხოვნით მიუხედავად, არასრულწლოვანი შვილები საქართველოში მინდობით აღზრდაში დატოვეს.

"2014 წელს დამიჭირეს 143-ე მუხლის ბრალდებით, 10 წელია სასჯელს ჩუმად ვიხდი, არასრულწლოვანი შვილები მარტო დამრჩნენ ქუჩაში, როცა დამაკავეს - ჩემი ქვეყნის წარმომადგენლები უნდა გამოეძახათ, რათა მომხდარიყო ჩემი ექსტრადირება, ბავშვები კი ჩემს ქვეყანაში წაეყვანათ, თუმცა ასე არ მოხდა.

ჩემი შვილები აქ ჩააბარეს თავშესაფარში, 6 თვე ქუჩაში ცხოვრობდნენ. ჩუმად ვიყავი, რადგან მეშინოდა ჩემი შვილები გამო. შემდეგ გადაიყვანეს მინდობით აღზრდაში, არ მინდოდა სიტუაციის გართულება. არ ვაღიარე დანაშაული, რადგან ის ცრუ ბრალდებებზე იყო დამყარებული", - განაცხადა ოძინა ბობიევამ.

პენიტენციური დაწესებულებიდან პატიმრები ფორმულას თავად დაუკავშირდნენ - ისინი აცხადებენ, რომ არ ეხებათ შეწყალება და მათი პრობლემით ნაკლებად ინტერესდებიან როგორც შეწყალების კომისიის წარმომადგენლები, ასევე, სახალხო დამცველი. ფორმულას ინფორმაციით, ამ დროისთვის 3 პატიმარი შიმშილობს იმ მოთხოვნით, რომ მათ საქმეებს გადახედონ.


close დახურვა