logo
ENG



რუსთავის ციხესთან აქტივისტებმა კარვები გაშალეს

06 ნოე 202120:38
3 წუთის საკითხავი
 

რუსთავის ციხესთან მიმდინარე საპროტესტო აქციის პარალელურად, აქტივისტებმა კარვები გაშალეს. მათი მიზანია, რომ მოშიმშილე მიხეილ სააკაშვილი დაუყოვნებლივ გადაიყვანონ სამოქალაქო კლინიკაში. 

რუსთავის მე-12 დაწესებულებასთან საპროტესტო აქცია 5 საათზე დაიწყო. ოპოზიციის განცხადებით, ისინი არ დაიშლებიან მოთხოვნების დაკმაყოფილებამდე. 

"ხელისუფლება უკვე აგონიაშია. პროტესტის ყველა მეთოდს ეწინააღმდეგება. ეს არის ჩვენი პროტესტის მშვიდობიანი ფორმა. კარვები კიდევ დაემატება. ახლა ათამდე კარავია გაშლილი. ეს პროცესი გაგრძელდება მანამ, სანამ არ შესრულდება პირობები", - თქვა აქტივისტმა ბესო გაზდელიანმა ფორმულასთან საუბარში. 

ადგილზე მობილიზებულია პოლიცია. მათ ციხის გალავნის გასწვრივ რკინის კორდონები განალაგეს.

 


close დახურვა