logo
ENG



რუსთავის ციხესთან დაპირისპირება იყო, დაკავებულია რამდენიმე პირი

08 ოქტ 202115:44
3 წუთის საკითხავი
 

რუსთავის მე-12 პენეტინეციურ დაწესებულებასთან, სადაც მიხეილ სააკაშვილი იმყოფება, პოლიციასა და მის მხარდამჭერებს შორის დაპირისპირება მოხდა. ფორმულას ინფორმაციით, დაკავებულია 3 ადამიანი. 

დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც რამდენიმე ადამიანმა ციხის კედლებზე "თავისუფლება მიშას" სტენსილი გააკეთა. პოლიციის წარმომადგენლის თქმით, ციხესთან მყოფმა ადამიანებმა კანონი დაარღვიეს, რადგან ადმინისტრაციულ კედელზე წარწერებს აკეთებდნენ. 

შინაგან საქმეთა სამინისტროში დამატებით ინფორმაციას ჯერ არ ავრცელებენ. 


close დახურვა