logo
ENG



რუსთავის ციხესთან ოპოზიციის საპროტესტო აქცია დაიწყო

06 ნოე 202117:13
3 წუთის საკითხავი
 
ვახო ქარელი / ფორმულა

რუსთავის ციხესთან, სადაც ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი იხდის სასჯელს, საპროტესტო აქცია დაიწყო. ადგილზე უკვე იკრიბებიან მოქალაქეები და ოპოზიციის წარმომადგენლები. მათი თქმით, პროტესტი უწყვეტი იქნება, მანამ, სანამ მოშიმშილე პატიმარ სააკაშვილს სამოქალაქო კლინიკაში არ გადაიყვანენ.

ადგილზე მობილიზებულია პოლიცია. მათ ციხის გალავნის გასწვრივ რკინის კორდონები განალაგეს.

მანამდე, პოლიციის თანამშრომლებმა რუსთავის ციხესთან დაგეგმილი აქციის აპარატურა ტერიტორიიდან მანქანებით წაიღეს. 

შსს-ს თანამშრომლებმა განაცხადეს, რომ სცენის განლაგება ციხის უსაფრთხოებას უშლიდა ხელს. როგორც აქციის ერთ-ერთი მონაწილე განმარტავს, სამართალდამცავებმა სცენის შეტრიალება მოსთხოვეს, რის გაკეთებასაც აპირებდნენ, თუმცა საბოლოოს ამის საშუალება აღარ მისცეს. 


close დახურვა