გურიაში მაჟორიტარობის კანდიდატურას გურამ კვაშალი აყენებს, რუსთავში კი - ბესო ჩუბინიძე.
ორივე მათგანი პარტია ქართული ფესვების სახელით იყრის კენჭს.
მათი ჩათვლით, პარტიამ ხუთი მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი წარადგინა.
პარტიის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ზემო აჭარაში ზურაბ ცინცქილაძე იქნება, ქუთაისში - ნათია ჯიმშერეიშვილი, ხოლო რაჭა-ლეჩხუმში - ნოდარ ლიპარტელიანი.
როგორც პარტიის ერთ-ერთმა წევრმა, ბესო ჩუბინიძემ "ფორმულას" განუცხადა, პარტიის სხვა მაჟორიტარ კანდიდატებს ეტაპობრივად წარადგენენ.
ცნობისთვის, პარტია ქართული ფესვები 2020 წლის თებერვალში ამერიკაში მცხოვრებმა ქართველმა ემიგრანტებმა დააარსეს.