რუსთავში, მდინარე მტკვარში 13 წლის მოზარდი გარდაცვლილი იპოვეს. ამის შესახებ ფორმულას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში უთხრეს.
მათი ცნობით, საძიებო სამუშაოებში 20-მდე მეხანძრე-მაშველი და მყვინთავები იყვნენ ჩართულები.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკლელობამდე მიყვანას გულისხმობს.